კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 409 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.5%-ია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 40 275 ტესტი, საიდანაც დადასტურდა 1 409 ახალი შემთხვევა. ასევე, გამოჯანმრთელდა 1 256 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.5%, ბოლო 14 დღის - 5.82%, ხოლო ბოლო 7 დღის - 5.48%.

ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან თბილისში 744 გამოვლინდა, აჭარაში - 102, იმერეთში - 149, ქვემო ქართლში - 83, შიდა ქართლში - 54, გურიაში - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 149, კახეთში - 59, მცხეთა-მთიანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც 4 231 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 772 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 11 338 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 872 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პაციენტი.

12 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 325 665 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 304 935 გამოჯანმრთელდა,  4 363 კი გარდაიცვალა.

კომენტარები