პოლიტიკური კრიზისი

მელია პარლამენტში შესვლაზე: კოლეგებს უნდა დაველაპარაკო და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება

პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბლოკ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, უშუალოდ პარტიაში, მეგობრებთან. იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას არაერთი დღე დასჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხზე. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო, პარტია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება. მე გარდა იმისა, რომ პარტიასთან, ჩემს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ვაპირებ ამ საკითხების მართლა ძალიან დეტალურად გავლას, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად.  

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც რუსთავის ციხე დღეს, 10 მაისს დატოვა. 

კომენტარები