ვაქცინაცია საქართველოში

მიტროპოლიტი დიმიტრი სინოფარმის ვაქცინით აიცრა

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მღვდელმთავარი პეკინის სინოფარმის ვაქცინით აიცრა. 

"მოგეხსენებათ, სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით, ნებაყოფლობითია ვაქცინაცია და თავისთავად ეს ასეც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად გათენებისთანავე როცა განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დამარცხებისთვის, როდესაც შენ ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას სიკვდილისაგან, ზედმეტი ფიქრის დრო თავისთავად აღარ არის. 

კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შესაძლებლობით და მინდა, მთელ სამედიცინო პერსონალს, ექიმებს მადლობა გადავუხადო იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს და მომავალშიც გასწიეს". – თქვა მიტროპოლიტმა. 

მიტროპოლიტი დიმიტრი წმინდა სინოდის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წევრია, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ აიცრა. 

კომენტარები