კორონავირუსი საქართველოში

ნამშობიარები 34 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა – ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა შეძლეს

AA Photo

თბილისის ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კორონავირუსით ნამშობიარები 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ვერ მოხერხდა ჩვილის გადარჩენაც - ექიმის თქმით, მას სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. 

"34 წლის ქალი, რომელიც იყო 29-30 კვირის ორსული, როდესაც მომართა ჩვენ კლინიკას. მას დაუდგინდა კოვიდინფექცია, აქტიური სტატუსი ჰქონდა. ძირითადი პრობლემა იყო სუნთქვის უკმარისობა. 22 რიცხვში აღმოჩნდა, რომ ქალბატონს გაუუარესდა სუნთქვის უკმარისობა და საჭირო გახდა რეანიმაციული გუნდის ჩართვა მის მკურნალობაში. საქმეში შემოვიდა დიალიზი - თირკმლის უკმარისობა გამოიხატა და პაციენტს ჩაერთო თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია. კორონავირუსის მძიმე ინფექციის გამო, საბოლოო ჯამში მივიღეთ ლეტალური შედეგი. 

[...] მოხდა სასწრაფო საკეისრო ოპერაციის გაკეთება, იმიტომ, რომ ნაყოფის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. მოხდა მისი ინტუბაცია, ის გადავიდა ხელოვნურ ვენტილაციაზე, მასაც ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა". - ამბობს ექიმი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია.


7 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 319 266 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 298 807 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 245 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები