2021 წელს გარდაცვლილები

ჯონი დეპის პერსონაჟის პროტოტიპი "კოკაინიდან", ნარკომოვაჭრე ჯორჯ იანგი გარდაიცვალა

Be Funky

78 წლის ასაკში ამერიკელი ნარკომოვაჭრე ჯორჯ იანგი გარდაიცვალა.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი არ სახელდება, თუმცა, გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, იანგს ბოლო წლებში ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები ჰქონდა.

იანგი 70-80-იან წლებში პაბლო ესკობარის კრიმინალური ორგანიზაციის, კარტელ მედელინის წევრი იყო. ნარკომოვაჭრეს წლების განმავლობაში აშშ-ს ტერიტორიაზე კოკაინი შემოჰქონდა. 1994 წელს ნარკომოვაჭრე დაიჭირეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის ცნობით, იანგმა კოლუმბიიდან ამერიკაში 100 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გადმოიტანა.

2001 წელს გამოსულ ფილმში Blow(ქართულ კინოგაქირავებაში კოკაინი) იანგის როლი ჯონი დეპმა შეასრულა.

თავდაპირველად იანგი შერჩეული მსახიობით უკმაყოფილო იყო, მისი თქმით, ნარკომანის (იგულისხმება დეპის როლი სერიალ 21 Jump Street-ში) და მაკრატელხელებიანი არსების(დეპის როლი ფილმში Edward Scissor-Hands) როლების შემსრულებელს საკუთარი თავის განსახიერებას არ ანდობდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ იანგმა აზრი შეიცვალა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნარკომოვაჭრე მსახიობს რამდენჯერმე პირადადაც შეხვდა.

 

კომენტარები