საქართველო-აზერბაიჯანი

ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევს შეხვდება

ირაკლი ღარიბაშვილის და ილჰამ ალიევის ვიზიტი, 2014.09.11
gov.ge

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ზაგულბას სასახლეში შეხვდება. 

ღარიბაშვილი ასევე შეხვდება ალი ასადოვსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას. 

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერთან ერთად ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც იმყოფება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება". – წერია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები