კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე SINOPHARM-ზე: თუ ევროპაში მოგზაურობისთვის იცრებიან, გასაგებია, რომ რაღაც ეჭვი გაუჩნდებათ

გააჩნია, ვინ რატომ იცრება. მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას. თუ ვიღაც იმიტომ იცრება, რომ უნდა, ევროპაში იმოგზაუროს, გასაგებია, რომ რაღაც ეჭვები გაუჩნდება. 

მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის ტურისტული ინდუსტრიის 10-15% ჩინელი ტურისტებით არის დაკავებული. ისიც გავიხსენოთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა უნგრეთი, მგონი, მილიონამდე არის სინოფარმით აცრილი. არა მგონია, უნგრეთის მოქალაქეებს დაუკეტოს ევროკავშირმა ევროპაში გადაადგილება

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ტელეკომპანია პირველთან Sinopharm-ის ვაქცინაზე საუბრისას. WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვაქცინისთვის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ მიუცია.

კომენტარები