ბილ და მელინდა გეიტსები

ბილ და მელინდა გეიტსები ერთმანეთს შორდებიან

Getty Images

ბილ და მელინდა გეიტსები 27-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან. ამის შესახებ განცხადებას წყვილი Twitter-ზე აქვეყნებს. 

"ჩვენს ურთიერთობებზე ბევრი ფიქრისა და მუშაობის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავასრულოთ ქორწინება. 27 წლის განმავლობაში ჩვენ აღვზარდეთ 3 საოცარი ბავშვი და შევქმენით ფონდი, რომელიც მუშაობს მთელი მსოფლიოს გარშემო ადამიანებისთვის ჯანდაცვისა და ხელსაყრელი პირობების ხელმისაწვდომობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ რწმენის გაზიარებასა და ერთად მუშაობას, თუმცა ჩვენ აღარ გვჯერა, რომ კიდევ შეგვიძლია გავიზარდოთ ერთად, როგორც წყვილი". – წერია განცხადებაში.  

ბილ გეიტსი კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი და მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია. მელინდამ და მან საქველმოქმედო ფონდი 2 000 წელს დააფუძნეს და მას ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ. ამჟამინდელი მონაცემებით, ბილ გეიტსის ქონება 129 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 

კომენტარები