თბილისი-ზუგდიდის მატარებელი

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

mtavari.tv

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მოხდა. 

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დაუზუსტებელი მიზეზების გამო, მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს ასცდა ორი გორგორწყვილით. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა . 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. 

კომენტარები