სტიქია

თბილისის მერია: დიღომში ძლიერი წვიმის შედეგად 7 სახლის სახურავი დაზიანდა

სტიქია
იმედი  

თბილისის მერიის ცნობით, დიღომში ძლიერი წვიმის შედეგად 7 სახლის სახურავი დაზიანდა. გარდა ამისა, დაიტბორა რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა.

წყალი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში ჩავიდა და მოსახლეობას ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურა. 

დიღმის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ, ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის. ისინი მომხდარს ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს უკავშირებენ.

უხვი ნალექის გამო დიდი დიღომსა და სოფელ დიღომში გუშინ, 30 აპრილის ღამით მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე 20-მდე ჯგუფი მუშაობდა. ამ ეტაპზე მუშაობს 10 სამაშველო ჯგუფი. 112-ზე 100-მდე ზარი შევიდა დახმარების თხოვნით.

კომენტარები