პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: როგორც მინიმუმ, ჯალათების ამნისტირება ოპოზიციამ საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს

დამიზნებით სროლა არის სწორედ ის ჯალათობა, რომელიც არ უნდა იყოს ნაპატიები ოპოზიციის მხრიდან. აი, ამ კონკრეტულ კითხვაზე, როგორ თავსდება ეს, თან ჯალათები არ არიან და თან დამიზნებით მსროლელი ხვდება ამნისტიაში, მე სამწუხაროდ, ჯერჯერობით, პასუხი არ მიმიღია. ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში რეალური ჯალათები არ მოყვნენ. ვნახოთ, რას დაარეგისტრირებენ. ოცნებას უმრავლესობა აქვს, მაგრამ როგორც მინიმუმ, ოპოზიციამ არ უნდა აიღოს თავის თავზე ჯალათების ამნისტირება. სწორედ ამიტომ ვსვამთ ამ კითხვებს. როცა ამბობენ, რომ ჯალათები არ შედიან და თან ეს სამი პოლიციელი შედის, ეს როგორ თანხმდება ერთმანეთთან. მაგალითად, ოპოზიციის ალტერნატიულ ნაწილში ეს პოლიციელი იქნება თუ არა. თუ არ იქნებიან და ოპოზიცია მოახერხებს ამისთვის ბრძოლას, ეს იქნება ძალიან კარგი, უბრალოდ ჯერ არ არის სიცხადე, თავად ოპოზიციის პოზიციის. 

ამბობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მთავარ არხთან.  რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან.

კომენტარები