პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი 20 ივნისზე: მძიმე დაზიანებებს, რა თქმა უნდა, არ შეეხება ამნისტია

მოვთელეთ გარკვეული საკითხები. ვთანხმდებით, მაგალითად, ერთ საკითხზე, რომელზეც გუშინაც და დღესაც ვსაუბრობდით.

თავდაპირველად სპეკულაციურად აიწია, თითქოს შეიძლება ისეთი რამ იყოს ამნისტიაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს, მათ შორის მაგალითები დაზიანების, რომლებიც ზოგიერთ დაზარალებულს აქვს.

ამაზე კიდევ ერთხელ ავუხსენით და ვთანხმდებით ყველა, რომ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება. ასე რომ, აქ სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, როდესაც დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივად არის შერყეული და სერიოზულად არის, ახლა კონკრეტულ მაგალითებს არ დავასახელებ, რაც სახელდება, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს არ შეეხება

თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები