კორონავირუსი და შეზღუდვები

სააღდგომოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება

სადღესასწაულო დღეებში, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

თუმცა, 3-დან 12 მაისის ჩათლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ქვეყანაში მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში ასევე შეიზღუდება სასაფლაოზე სიარული, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

საქართველოს მთავრობა აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვას გამონაკლისის სახით, რამდენიმე საათით გვიან დაიწყებს. კერძოდ, კომენდანტის საათი 1 მაისის 23:00-დან 2 მაისის 04:00-მდე იმოქმედებს.

კომენტარები