ლიტვა-საქართველო

საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვევა. ინფორმაციას ლიტვის საელჩო ავრცელებს. ვიზიტი საელჩოს შენობაში 29 აპრილს გაიმართება.

"ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გიწვევთ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გაბრიელიუს ლანდსბერგისის პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ხუთშაბათს, 2021 წლის 29 აპრილს, დილის 11:00-ზე გაიმართება და რომლის ფარგლებშიც მინისტრი შეაჯამებს ვიზიტის შედეგებს საქართველოში - ასევე უპასუხებს შეკითხვებს მედია საშუალებების წარმომადგენლებისაგან". – ავრცელებს ლიტვის საელჩო.

ლანდსბერგისის სავარაუდო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 11 აპრილს პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, გაავრცელა

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი ლანდსბერგისი ჩამოდის. დანარჩენის ჩამოსვლის გრაფიკს გავიგებთ და, ბუნებრივია, ჩვენ მათ შევხვდებით". – თქვა მამუკა ხაზარაძემ 11 აპრილს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისი აქტიურად არის ჩართული საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში.

კომენტარები