პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: როგორც ცნობილია, ლანდსბერგისი ჩამოდის – დანარჩენის ჩამოსვლის გრაფიკს გავიგებთ

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჩამოდის. ლანდსბერგისმა ევროპის ქვეყნების სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად საქართველოში ვიზიტზე 5 მარტს ისაუბრა. 

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი ლანდსბერგისი ჩამოდის. დანარჩენის ჩამოსვლის გრაფიკს გავიგებთ და, ბუნებრივია, ჩვენ მათ შევხვდებით". – თქვა მამუკა ხაზარაძემ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები ქმნიან "შუამავლების ჯგუფს", რათა დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში.

"არის გეგმები [საქართველოში ჩასვლის], ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რამდენად სასარგებლო იქნება მსგავსი ვიზიტი. საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შუამავლების ჯგუფი იქმნება, და ის აუცილებლად მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას". – თქვა ლანდსბერგისმა.

18 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები