ოსკარი 2021

ოსკარის ტრიუმფატორი NOMADLAND გახდა

Tabula

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების, რიგით 93-ე ცერემონია დასრულდა. გამარჯვებული კი ქლოე ჟაოს დრამა Nomadland გახდა. სურათმა საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და მსახიობი ქალის კატეგორიებში გაიმარჯვა.

მთავარ კატეგორიაში ჟაოს ფილმის კონკურენტები Mank, Judas and The Black Messiah, The Trial of Chicago 7, The Father, Minari, Promising Young Woman და Sound of Metal იყვნენ.

ქლოე ჟაოს რიგით მესამე ფილმს კრიტიკოსები დადებითად შეხვდნენ. სურათმა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმარჯვა, ასევე BAFTA და ოქროს გლობუსი მოიპოვა. 

Nomadland-ის მთავარი გმირები თანამედროვე მომთაბარეები არიან, რომლებიც სამუშაოს ძიებაში ამერიკის სამხრეთ შტატებში ქალაქიდან ქალაქში ფურგონებით გადაადგილდებიან.

2021 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი

Nomadland

საუკეთესო რეჟისორი

ქლოე ჟაო (Nomadland)

საუკეთესო მსახიობი კაცი

ენტონი ჰოპკინსი (The Father)

საუკეთესო მსახიობი ქალი

ფრენსის მაკდორმანდი (Nomadland)

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

დენიელ კალუია (Judas and The Black Messiah)

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

იუნ იუჰ-ჯუნგი (Minari)

საუკეთესო სცენარი

Promising Young Woman

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

Father

საუკეთესო ანიმაცია

Soul

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

Drunk (დანია)

საუკეთესო ოპერატორი

Mank

საუკეთესო მონტაჟი

Sound of Metal

საუკეთესო მუსიკა

Soul

საუკეთესო სიმღერა

Judas and The Black Messiah

საუკეთესო ხმა

Sound of Metal

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

Tenet

საუკეთესო კოსტიუმები

Ma Rainey's Black Bottom

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

Ma Rainey's Black Bottom

საუკეთესო მხატვრობა

Mank

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

My Octopus Teacher

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

Colette

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Two Distant Stranger

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია

If Anything Happens I Love You

საპატიო ოსკარი

ტაილერ პერი

ერთზე მეტი ოსკარი შემდეგმა ფილმებმა დაიმსახურეს:

Nomadland - 3

Ma Rainey's Black Bottom - 2

Mank - 2

Sound of Metal - 2

Judas and The Black Messiah - 2

Soul - 2

Father - 2

 

კომენტარები