ოსკარი 2021

ფრენსის მაკდორმანდი მერილ სტრიპს დაეწია და მესამე ოსკარი მოიპოვა

Tabula

ფრენსის მაკდრომანდი ფილმ Nomadland-ში განსახიერებული როლისთვის მერილ სტრიპს გაუთანაბრდა და კარიერაში მესამე ოსკარი მოიპოვა. 

კატეგორიაში მაკდორმანდის კონკურენტები იყვნენ ერთი ოსკარის მფლობელი და ოთხჯერ ჯილდოზე წარდგენილი ერთადერთი შავკანიანი მსახიობი ქალი, ვაიოლა დევისი, მსახიობები კერი მალიგანი, ანდრა დეი და ვანესა კირბი.

საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში მთავარ ფავორიტად კერი მალიგანი მიიჩნეოდა. ასევე კარგი შანსები ჰქონდა ვაიოლა დევისს. დაჯილდოების პირველი მოულოდნელობა სწორედ მაკდორმანდის გამარჯვება გახდა.

მაკდორმანდი ფილმში თანამედროვე მომთაბარე ქალს ასახიერებს, რომელიც სამხრეთის შტატებში ფურგონით გადაადგილდება.

კომენტარები