ოსკარი 2021

სტუდია პიქსარის ანიმაციამ მეათედ მიიღო ოსკარი, კინოაკადემიის რჩეული SOUL გახდა

EW

ანიმაციურმა სტუდია პიქსარმა, არსებობის ისტორიაში, სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის რიგით მეათე ოსკარი მოიპოვა. ამერიკის კინოაკადემიის რჩეული Soul გახდა.

იმავე კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოდა პიქსარის კიდევ ერთი პროექტი Onward, ჩინურ-ამერიკული ანიმაცია Over The Moon, ცნობილი ინგლისური ფრენჩაიზის მორიგი ფილმი Shaun The Sheep Movie: Farmageddon და "ირლანდიული ტრილოგიის" დასკვნითი ნაწილი Wolfwalkers.

Soul-ის სიუჟეტის ცენტრში კომაში ჩავარდნილი ჯაზ მუსიკოსია, რომელიც საიქიოდან დედამიწაზე დაბრუნებას ცდილობს.

Pixar-ის მიერ გამოშვებული 23(აქედან 3 სურათი საუკეთესო ანიმაციის კატეგორიის დაწესებამდეა გამოშვებული) ფილმიდან 10-ს ოსკარი აქვს მოპოვებული: Finding Nemo, The Incredibles, Ratatouille, Wall-E, Up, Toy Story 3, Brave, Inside Out, Coco, Toy Story 4. ჯამში სახელოვან სტუდიას სხვადასხვა კატეგორიაში 17 ოსკარი აქვს მოპოვებული.

კომენტარები