ოსკარი 2021

იუნ იუჰ ჯუნგი – პირველი კორეელი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მოიპოვა

Tabula

ფილმ Minari-ში, ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, იუნ იუჰ ჯუნგმა ოსკარი მიიღო. მსახიობი პირველი კორეელია, რომელსაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო გადაეცა.

კატეგორიაში ჯუნგის კონკურენტები მარია ბაკალოვა, 8 ნომინაციის მფლობელი გლენ კლოუზი, ამანდა სეიფრიდი და ოსკაროსანი ოლივია კოლმენი იყვნენ.

იუნ-იუჰ ჯუნგი სამხრეთკორეელი მსახიობია, რომლის კარიერა 50 წელს ითვლის. Minari მისთვის პირველი ინგლისურენოვანი მხატვრული ფილმია. 

Minari ამერიკაში მცხოვრები სამხრეთკორეელი ემიგრანტების ცხოვრებას ასახავს. ჯუნგი სურათში ოჯახის უხუცეს წევრს, ბებიას ასახიერებს.

 

კომენტარები