კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 1 250 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი, დღიური დადებითობა - 3.91%

iStock [illustration]

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 31 958 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 463 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.91%, ბოლო 14 დღის - 3.88%, ბოლო 7 დღის - 4.62%.

ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევიდან თბილისში 770 გამოვლინდა, აჭარა - 78, იმერეთი - 63, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 40, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი -  16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003, საიდანაც 3 556 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 706 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 9 731 - ბინაზე.

23 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 302 785 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 284 749  გამოჯანმრთელდა,  4 007 კი გარდაიცვალა.

კომენტარები