ვაქცინაცია საქართველოში

"მე უკვე გაკეთებული მაქვს ვაქცინა" – ცერცვაძე კითხვაზე, საჯაროდ აიცრება თუ არა ჩინური ვაქცინით

თენგიზ ცერცვაძე

"მე უკვე ვაქცინა გაკეთებული მაქვს". - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა რუსთავი 2-ს კითხვაზე, აიცრება თუ არა საზოგადოების დასარწმუნებლად ჩინური ვაქცინით საჯაროდ.

"როდესაც იქნება შემდეგი დოზა, შემდეგი გაკეთება ვაქცინის, - საერთოდ, 6 თვის მერე ხელახლა იქნება გასაკეთებელი, - თამამად ავიცრი ჩინური უსაფრთხოა, რამეთუ ის არის დამზადებული ტრადიციული ტექნოლოგიით და უსაფრთხოა. ესეც ვთქვათ, მას ეფექტი ნაკლები აქვს, მაგრამ უსაფრთხოა". - თქვა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს არ დაუკონკრეტებია, ასტრაზენეკათი აიცრა თუ ფაიზერით. მას კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, 120-დღიანი ვადა კი, მარტის მეორე ნახევარში გაუვიდა. თენგიზ ცერცვაძე პაატა იმნაძისგან და ეკატერინე ტიკარაძისგან განსხვავებით, საჯაროდ არ აცრილა.

კომენტარები