ჟურნალისტზე თავდასხმა

სანაია: უცნობი და ჯაპანა აქციებს გეგმავენ თურმე ჩემ წინააღმდეგ, ფეხები ვერავის მოსჭამოთ

ფორმულა

"ჯერ ერთი, უცნობისაც და ჯაპანასიც ორივეს დედას შევე*ი  და მეორეც, ფეხები ვერავის მოსჭამოთ ძირში, თქვე ფარჩაკებო." - ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება  მომღერალ გია გაჩეჩილაძეს (უცნობი), რომელმაც აქცია დააანონსა სანაიას საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.

"უცნობი და ჯაპანა აქციებს გეგმავენ თურმე ჩემ წინააღმდეგ. თავდამსხმელების გათავისუფლების მოთხოვნით. მაგისტრალებს გადავკეტავთო. თან სანიზე ლაპარაკობენ დაუსრულებლად. ერთი წლის ბავშვს რა სტრესი მიადგა, რა იცის ბავშვმა სტრესიო.

რამდენს დაჰპირდით ამ *ირს, ბიჯო, მიეცით რამე ტენდერი, მოკვდა ნერვიულობით :)))))))))". - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

გუშინ, 20 აპრილს უცნობმა აქცია დაანონსა სანაიას საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად: "ერთადერთ რაღაცას, რასაც ვაპირებთ, ვაპირებთ მოსვლას, დგომას და, თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, აი, ასე მდუმარედ რა, სანამ ადამიანების გულებში არ აღიძრება სამართლიანობის მომენტი, რა".

უცნობი დაკავებულებს პოლიტპატიმრებად და მედიაპატიმრებად მოიხსენიებს.

 

კომენტარები