აღმოსავლეთ პარტნიორობა

მიშელი: მივესალმები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერთა ასოცირების სამიტზე შეკრებას

dw.com

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის იდეას, ბათუმის კონფერენციის ასოცირების სამიტად გადაკეთებასთან დაკავშირებით.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერა ჩვენთვის მთავარი საყრდენია. 

გარდა ამისა, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში ასოცირების შეთანხმების გაძლიერებას საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. მივესალმები იმ იდეას, რომელიც უკავშირდება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების შეკრებას, რათა აღნიშნული შეთანხმება განხილული იყოს". - თქვა პრეზიდენტმა მიშელმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წამოაყენა იდეა, რომ ივლისის ბათუმის კონფერენცია ევროკავშირში ასოცირების სამიტად გადაკეთდეს, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერები.

"ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებამ მიიღოს სრულყოფილი სახე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად და მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, როცა ტარდება ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ევროკავშირთან, გადაიქცეს ასოცირების სამიტად და ჩვენ დავპატიჟოთ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები ევროკავშირთან ერთად და ერთად ვიმსჯელოთ, რა ფორმა შეიძლება მიიღოს ასოცირებამ ,რომელიც გვაკავშირებს". - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები