პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: მიშელს შევთავაზე, რომ ბათუმის კონფერენცია ივლისში ასოცირების სამიტად იქცეს

ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებამ მიიღოს სრულყოფილი სახე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად და მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, როცა ტარდება ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ევროკავშირთან, გადაიქცეს ასოცირების სამიტად და ჩვენ დავპატიჟოთ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ევროკავშირთან ერთად და ერთად ვიმსჯელოთ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ასოცირებამ, რომელიც გვაკავშირებს.

ასევე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ორი ერთმანეთს ავსებს და ორივე მჭიდრო კავშირებია, რომელიც სრულყოფილად უნდა ავამოქმედოთ, რათა რეგიონში სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება შემოვიტანოთ...

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ

კომენტარები