პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: თუ თვითმმართველობაზე 40% ვერ ავიღეთ, არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნას განვიხილავთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

"გამოვხატავთ მზადყოფნას კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნება მოახერხოს. ქართული ოცნება ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს". – თქვა თალაკვაძემ. 

კითხვაზე, რას ნიშნავს 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს – "თუ მმართველი პარტია ვერ მიიღებს 40%-ს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებთან დაკავშირებით".

პარალამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები