ოჯახში ძალადობა

წილოსანი: სამაგალითოა ნინუცა მაყაშვილის გამბედაობა, ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე

სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების რეაქცია ჯერ ისევ არაერთგვაროვანია..
ხშირად გვესმის მოძალადის გამამართლებელი სტერეოტიპული ფრაზები: "ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი არაფერია” ან “კაცს აბრალებენ”. ქალის დადანაშაულებისა და განსჯის მანკიერი პრაქტიკა კვლავ რჩება საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად..

ხშირად იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ძალადობის მსხვერპლ ქალს,ის ცდილობს მის გაჩუმებას და არ ერიდება მსხვერპლის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკას.
ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების ფონზე, განსაკუთრებით საშიშია ისეთი დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც ამართლებს და იცავს მოძალადეს. 

ამ მოცემულობის პარალელურად მიხარია, რომ კანონმდებლობა გენდერულად მგრძნობიარეა  და ვუზრუნველვყოფთ მსხვერპლის სამართლებრივ  დაცვას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად, მძიმეა საზოგადოებრივი ტვირთი, რომელიც დამატებით სიმძიმედ ევლინებათ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათ გაჩუმებისკენ უბიძგებს.

მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი,ასევე მასთან ერთად ყველა ის ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური სახის ძალადობა. სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა, ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევაში  ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეწყობა ხელი.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

კომენტარები