პოლიტიკური კრიზისი

ლილუაშვილი: ოცნების დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებას, ამიტომ დავტოვე პარტია

"მიმაჩნია, რომ დღეს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში ქართული ოცნების, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის, დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პარტია". - ამბობს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი, რომელმაც პარტია დღეს, 14 აპრილს, დატოვა

"ჩვენ რამდენიმე თვეა, ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაშინ როდესაც თითოეული ჩვენთაგანი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ გამოწვევებზე, ეკონომიკურ, ჯანდაცვის გამოწვევებზე და, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ამ ადამიანებმა უკვე აღარ იციან, როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის დღეს მთავარი პრობლემა არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა და მოპოვებისთვის გაჩაღებული პოლიტიკური დოღი". - ამბობს ბექა ლილუაშვილი

ქართული ოცნება სულ 6-მა დეპუტატმა დატოვა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს.

კომენტარები