ინგლისი

12 აპრილიდან ინგლისში შეზღუდვების მეორე ნაწილი იხსნება

შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპის ფარგლებში, ინგლისში შეზღუდვების შემდეგი ნაწილი მოიხსნება. ქვეყანას, ამ დროისთვის, 100 მოსახლეზე 57 აცრა აქვს გაკეთებული და ლიდერთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. სწორედ წარმატებული ვაქცინაციის პროგრამა იძლევა შეზღუდვების მოხსნის საშუალებას ინგლისში.

ქვეყნის მასშტაბით შემდეგი აქტივობები იქნება დასაშვები ან/და ობიექტები გახსნილი: 

  • ყველა ტიპის მაღაზია
  • სილამაზის სალონები
  • რესტორნები და პაბები ღია სივრცეში
  • სავარჯიშო დარბაზები, სპა ცენტრები, ზოოპარკები, თემატური პარკები და ბიბლიოთეკები
  • შიდა ტურიზმი მხოლოდ ერთი ოჯახის წევრების გარემოცვაში
  • ტურისტული გადაადგილება ინგლისი-უელსის მიმართულებით
  • ქორწილები – 15 ადამიანამდე
  • დაკრძალვები – 30 ადამიანამდე
  • დახურულ სივრცეში აქტივობები ბავშვებისთვის
  • მართვის მოწმობის გაკვეთილები

ამას გარდა, დასაშვები გახდება 6 ადამიანის შეკრება ღია სივრცეში, თუმცა, დახურულ სივრცეებში მხოლოდ ერთი ოჯახის წევრების შეკრებაა ნებადართული. მთავრობის რეკომენდაციით, დისტანციური მუშაობა კვლავ უპირატესი არჩევანია. 

რას უნდა ველოდოთ შემსუბუქების მესამე ეტაპის ფარგლებში, რომელიც 17 მაისისთვისაა დაგეგმილი? 

თუ 17 მაისამდე ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდა, ინგლისი დამატებით შეზღუდვებს მოხსნის:

  • ღია სივრცეებში 30 ადამიანის შეკრება იქნება ნებადართული
  • რესტორნები და პაბები დახურულ სივრცეებშიც გაიხსნება
  • გაიხსნება კინოთეატრები და თეატრები
  • გაიხსნება სასტუმროები და ჰოსტელები
  • ხალხმრავალი აქტივობები, რეგულაციებით, დასაშვები გახდება
  • საერთაშორისო ტურიზმის გახსნა განხილული იქნება

21 ივნისისთვის შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპია დაგეგმილი 

თუ ყველაფერი სამთავრობო გეგმის მიხედვით გაგრძელდება, ივნისის ბოლოს ქვეყანა ყველანაირი ტიპის სოციალური დისტანცირების წესებს მოხსნის. მოიხსნება, ასევე, ლიმიტი ადამიანთა რაოდენობის შეკრებაზე და გაიხსნება ღამის კლუბები.

კომენტარები