შინაგან საქმეთა სამინისტრო

განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით დააკავეს შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შ.ზ. 

უწყების ინფორმაციით, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მოქალაქე დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები