კორონავირუსი საქართველოში

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

ტაბულა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-გვერდი ავრცელებს. 

"საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა". – წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

ამავდროულად, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-დან 11 მაისამდე უქმე დღეები ცხადდება. საბჭო დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ. 

9 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 287 183 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 276 426 გამოჯანმრთელდა, 3 858 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები