nike

Lil Nas X-მა "სატანის ფეხსაცმელები" Nike-ის ნებართვის გარეშე გაყიდა

Lil Nas X

რეპერმა Lil Nas X-მა კომპანია MSCHF-თან თანამშრომლობით შექმნა სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ადამიანის სისხლს შეიცავს და "სატანის ფეხსაცმლის" სახელითაა ცნობილი

ფეხსაცმელი ლიმიტირებული ტირაჟით გამოიცა და მისი მხოლოდ 666 ეგზემპლარი არსებობს. მისი საწყისი ფასი 1 018 დოლარი იყო და ყოველი მათგანი ვებგვერდზე დადებიდან რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა. 

ფეხსაცმელზე ოქროს პენტაგრამაა დამაგრებული, მის ძირში კი კომპანიის თანამშრომლების სისხლი ასხია. 

გვერდით კი წითლად აწერია - ლუკა 10:18, რაც ბიბლიურ პასაჟზე მიუთითებს, კერძოდ, "ვუყურებდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან". 
 

"სატანის ფეხსაცმელი" Nike Air Max 97-ზეა დაფუძნებული, თუმცა, სასამართლოს დასკვნით, კომპანია MSCHF-ს Nike-სგან ნებართვა და ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული. 

Nike-ის წარმომადგენლებმა MSCHF-ს უჩივლეს და სასამართლომ Nike-ის სარჩელი დააკმაყოფილა. 

Nike-ის განმარტებით, კომპანია არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს "სატანის ფეხსაცმელზე" და მომხმარებლებმა პრეტენზიის შემთხვევაში MSCHF-ს უნდა მიმართონ. 

ეს MSCHF-ის ბიბლიური თემატიკით დაინტერესების პირველი შემთხვევა არ არის. 2019 წელს მან გამოუშვა "იესოს ფეხსაცმელი", რომლის ძირშიც ნაკურთი წყალი იყო, რომელიც მდინარე იორდანედან წამოიღეს და სასულიერო პირებმა აკურთხეს. გარდა ამისა, ფეხსაცმელზე ქრისტეს ჯვარცმა იყო დამაგრებული. 
 


 

კომენტარები