nike

NIKE მედიკოსებისთვის სპეციალური დიზაინით შეკერილ 30 000 წყვილ ფეხსაცმელს გაიღებს

CNN.com

Nike ამერიკის საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებში დასაქმებული მედიკოსებისთვის სპეციალური დიზაინით შეკერილ 30 000 წყვილ ფეხსაცმელს გაიღებს.

Air Zoom Pulse 2019 წლის ნოემბერში გამოსული მოდელია, რაც კომპანიის ინფორმაციით "პირველი ფეხსაცმელია, რომელიც სპეციალურად მედიკოსებისთვის, ყოველი დღის გმირებისთვის შეიქმნა".

ფეხსაცმელი მაქსიმალურად კომფორტულია და გათვლილია ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიც არის მთელი დღით მორიგეობა.

Nike საქველმოქმედო ორგანიზაცია Good360-ის დახმარებით ფეხსაცმელებს ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში, მემფისსა და ნიუ-იორკში დაარიგებს.

გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, ბარსელონაში, ბერლინში, მილანში, პარიზში, ლონდონსა და ბრიუსელში არსებული საავადმყოფოები დამატებით 2 500 წყვილ ფეხსაცმელს მიიღებენ.

კომენტარები