MSCHF

NIKE-ის ნაკურთხი წყლით სავსე ფეხსაცმელები, რომლებიც რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა

MSCHF

ბრუკლინში დაარსებულმა კრეატიულმა სააგენტომ MSCHF-მა, ნაიკის ფეხსაცმლის ხაზის Air Max 97-ის ნაკურთხი წყლით სავსე მოდელი დაამზადა.

ფეხსაცმლის ძირი ნაკურთი წყლით არის სავსე, რომელიც მდინარე იორდანედან არის წამოღებული და სასულიერო პირების მიერ არის ნაკურთხი. გარდა ამისა, ფეხსაცმელზე ქრისტეს ჯვარცმა არის მიკრული, რომელიც სურვილისამებრ შეიძლება მოიხსნას.

კომპანიამ ფეხსაცმლის მხოლოდ 15 წყვილი დაამზადა და თითო წყვილი, 3 000 დოლარად, რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა.

Nike-ს ამ მოდელის შექმნასთან არანაირი შეხება არ აქვს.

MSCHF-ის კომერციული დირექტორის, დენიელ გრინბერგის თქმით, ის დაინტერესებულია კოლაბორაციებით და მისი წამორდგენით, კოლაბორაციები შესაძლოა შეიცავდეს "ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანებს ისტორიაში".

"მე, როგორც ებრაელმა, ერთადერთი რაც იესო ქრისტეზე ვიცი, არის რომ მან წყალზე გაიარა", - თქვა დენიელ გრინბერგმა.

კომენტარები