ვაქცინაცია

ბოლო 24 საათში კორონავირუსის ვაქცინა 1 568 ადამიანმა გაიკეთა, სულ აცრილია 17 261 პირი

9 აპრილის მონაცემებით,  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 568 ადამიანმა გაიკეთა, სულ აცრილია 17 261 პირი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლის.

კომენტარები