ვაქცინაცია

"მეცნიერებს არ დაუწყიათ მუშაობა ნულიდან" – როგორ შეიქმნა Covid-ვაქცინა 1 წელზე მცირე დროში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, როგორ შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში. NCDC აღნიშნავს, რომ ამის 3 მთავარი მიზეზი არსებობს:

  • უკვე ცნობილი სხვა კორონავირუსები. მეცნიერებს არ დაუწყიათ მუშაობა ნულიდან. SARS-CoV-2 მიეკუთვნება კორონა ვირუსების ოჯახს, რასაც უკვე 50 წელია, იკვლევენ. ეს ნიშნავს, რომ ამ ვირუსის სტრუქტურისა და სიცოცხლის ციკლის შესახებ ინფორმაცია უკვე არსებობდა.
  • მსოფლიოს თანამშრომლობა. ჩვეულებრივ, ვაქცინის შექმნას 10-15 წელი სჭირდება, რადგან ეს პროცესი კომპლექსურია. თუმცა, პანდემიის შესაძლო ნეგატიური შედეგების ასაცილებლად, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მუდმივ რეჟიმში უცვლიდნენ ერთმანეთს ინფორმაციას, რამაც ხელი შეუწყო ვაქცინის მოკლე დროში შექმნას.
  • როგორც წესი, ვაქცინის შექმნას რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარამდე სჭირდება. ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად მსოფლიომ განსაკუთრებული სოლიდარობა და ერთიანობა გამოიჩინა და უმოკლეს დროში საჭირო ინვესტიციები მოიზიდა.

როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინა? - ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები