კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ $2 ტრილიონს გადააჭარბა

ფოტო: inc.com

პირველად ისტორიაში, კრიპტოვალუტის ჯამურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

2 ტრილიონიდან თითქმის 60% ბიტკოინზე [BTC] მოდის, 12% - ეთერიუმზე [ETH], ხოლო დარჩენილი წილი სხვა ასეულობით კრიპტოვალუტაზე ნაწილდება. 

ბოლო ორ თვეში კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის გაორმაგდა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის გაათმაგდა. 

2021 წლის მარტში ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 62 000 დოლარს მიაღწია. 
დღეს, 6 აპრილს კი რიგით მეორე უდიდესმა კრიპტოვალუტამ, ეთერიუმმა ახალი რეკორდი დაამყარა და მისმა ფასმა 2 150 დოლარს გადააჭარბა. 

შედარებისთვის, მსოფლიოში ერთადერთი $2-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონდე კომპანია არსებობს, კერძოდ, Apple. 

კრიპტოვალუტის ჯამური კაპიტალიზაცია ასწრებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Saudi Aramco, Microsoft, Amazon და Google.  

კონკრეტულად ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ის ასწრებს: Facebook-ს, Tencent-ს, Tesla-ს, Visa-სა და MasterCard-ს. 

ექსპერტების თქმით, კრიპტოვალუტის ფასების ზრდა ტრადიციული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიერ აღიარებითა და უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების დაინტერესებითაა გამოწვეული. 
 


კრიპტოვალუტას ანგარიშსწორების საშუალებად ამატებენ Visa და MasterCard-ი.  
 

კომენტარები