პოლიტიკური კრიზისი

კელი: NATO-ს საქართველო სჭირდება პლურალისტული პარლამენტით, დამოუკიდებელი სასამართლოთი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი twitter-ზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ეხმაურება, რომ "NATO-ს ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი".

"NATO-ს სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტული პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია ამ ორის წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინ ამის მისაღწევად მუშაობს". – წერს იან კელი.

"ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი". – დაწერა დღეს, 4 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook გვერდზე. 

კომენტარები