პეტრე ცაავა

მეუფე პეტრე და მხარდამჭერები საპატრიარქოსთან მივიდნენ და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ

IPN

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები საპატრიარქოსთან მივიდნენ პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ.

საპატრიარქოსთან იმყოფება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძეც. 

"თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მე მივედი ე.წ. მამასთან და ვუთხარი, რომ ,თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არ არის სულიერება, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ მფარველობთ ეკლესიაში უზნეობას, უსამართლობას, თქვენ გყავთ პირადი პატიმარი, ამიტომ ეს არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ, მამამ თავისი ჭკუით გამაგდო სახლიდან, რა თქმა უნდა, უკანონოდ. თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი, მზად ვარ, მოვიხადო ბოდიში და ვითხოვო შენდობა, მაგრამ, მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავადაა უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს, რომელიც ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს". - ამბობს ცაავა.

კომენტარები