რაც დრო გავა, მე დარწმუნებული ვარ და ამ შემთხვევაში პროგნოზს ვიძახი და ჩვენი პარტნიორების ნაცვლად არ ვსაუბრობ, ყველა შემთხვევაში აშშ-ს როლი გაიზრდება, უბრალოდ იმ ტექნიკური პროცესის გამო, რაც მიდის შტატებში, როდესაც არჩევნები მთავრდება და შეიცვალა პრეზიდენტი, დიდი ქვეყანა არის დიდი ზომის ბიუროკრატიით, ბუნებრივია, ასეთი ამოცანებისთვის, როგორიც თავისუფალი სამყაროს ლიდერს აქვს და დრო სჭირდება ხოლმე ჩანაცვლებას, ამიტომ მათი როლი გაიზრდება ყველა შემთხვევაში...
პოლიტიკური კრიზისი
ბოკერია: რაც დრო გავა, დარწმუნებული ვარ, კრიზისის გადაჭრის პროცესში აშშ-ს როლი გაიზრდება
tbl.ge/5hkw
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში აშშ-ს ჩართულობაზე ისაუბრა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა