2021 წელს გარდაცვლილები

ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი და ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ანსამბლმა რუსთავმა გაავრცელა.

ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ვოკალურ ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი იყო. 1972-1975 წლებში კი რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი იყო.

გარდა ამისა, ერქომაიშვილს ხანმოკლე პოლიტიკური კარიერაც ჰქონდა. 2008 წელს ის გახდა პარლამენტის წევრი ოზურგეთის ოლქიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. 2009 წელს მან დატოვა საკანონმდებლო ორგანო და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გახდა.

2014 წელს  მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ხოლო 2020 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

კომენტარები