ქართული ოცნება

დავითულიანი: გიორგი რურუა პოლიტიკოსი არ არის და პოლიტპატიმარი როგორაა, არ ვიცი

ახლა მოვედით ამ ეტაპამდე, რა ეტაპზეც ვართ. აქაც საუბარი იყო რამდენიმე პუნქტზე, ხო? ძირითადი იყო ვადამდელი არჩევნების რაღაც ფორმა, პატიმრების გამოშვება, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებს ეძახიან და სინამდვილეში როგორ არიან პოლიტპატიმრები, მე არ ვიცი. ერთი მხარეა ნიკა მელია, რომელიც გირაოს იხდის, 10 000-ევროიანი პოლიტპატიმარი მე არ მინახავს, გადაიხდის თუ არა გამოვა და როგორ არის პოლიტპატიმარი, მე არ მესმის. მეორე ეს არის გიორგი რურუას საკითხი. გიორგი რურუა პოლიტიკოსი არ არის და პოლიტპატიმარი როგორ არის, არ ვიცი. ვითომ მთავარი არხის მეწილე და მთავარ არხზეც რამდენადაც მე ვიცი 2 500 ლარზე არის მეწილე...

ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ამის შესახებ POSTV-ის ეთერში ისაუბრა. 

კომენტარები