რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ივანიშვილი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებითმმართველი გუნდის მიერ ერთხმად იმის მტკიცების ფონზე, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შესწორებების პროექტი მომზადდა. აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის მიერ წარდგენილ პროექტში ნათლად წერია, რომ მთავარი არხის მეწილის გათავისუფლება სწორედაც არის 8 მარტის შეთანხმების ნაწილი.