ვაქცინაცია საქართველოში

ვაქცინები, რომლებიც შესაძლოა, საქართველოში შემოვიდეს – ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ  ქვეყანაში, ჩინური ვაქცინის Sinopharm-ის გარდა, სხვადასხვა ვაქცინები შემოტანაც იგეგმება. 

"ქვეყანაში იქნება არა მარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა, ჩვენ ე.წ მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, დიდი ალბათობით, ივლისიდან, მე რამდენიმეჯერ მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები, გუშინ ასევე მოვიდა კონტრაქტი მეორე ასევე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე, ეს არის Novavax-ის ვაქცინა". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძეს თქმით, Novavax არის ამერიკული კომპანია, რომელიც წარმოების ლიცენზიას აძლევს ინდოეთის სერუმის ინსტიტუტს და წლის ბოლომდე გეგმავს მილიარდი ვაქცინის წარმოებას.  საქართველო Novavax-ის მიღებას ორი გზით აპირებს, პირველია კოვაქსის პლატფორმის საშუალებით, მეორე ორმხრივი მოლაპარაკებების გზით ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და დღეს, გამყრელიძეს თქმით, მოლაპარაკებები მიდის მილიონი დოზის ნოვავაქსის შესყიდვაზე.

"გარდა კოვაქსისა, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქს სერუმ ინსტიტუტთან და მიმდინარებს საუბარი დაახლოებით 1 000 000 დოზის შესყიდვაზე". – ამბობს გამყრელიძე.

გარდა  Novavax-ისა, მისი თქმით, პირდაპირი მოლაპარაკებები დაწყებულია Pfizer-ის მწარმოებელ კომპანიასთანაც.  

"ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს Pfizer-თან, უკვე არა კოვაქსის გავლით, არამედ პირდაპირი გზით შესყიდვაზე, ამიტომ ვნახოთ, მოწოდების პირობებს ველოდებით ფაიზერისგან". – ამბობს გამყრელიძე 

ამასთან ერთად, საქართველომ მოლაპარაკებები დაიწყო  Johnson & Johnson - ის მწარმოებელ კომპანიასთანაც. 

ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ საქართველო გააგრძელებს AstraZeneca-ს შემოტანას.


საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა სამშაბათს, 30 მარტიდან დაიწყება. 

30 მარტის მონაცემებით სულ აცრილია 5706 ადამიანი.

კომენტარები