პოლიტიკური კრიზისი

შაჰინი: პარტიების გადასაწყვეტია, რა არის მათთვის მისაღები, რომ პარლამენტში შევიდნენ

დიახ, სენატში მოსმენაზე, ვიხილეთ ის, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ორპარტიური მხარდაჭერა აქვს დემოკრატიის, ინსტიტუტების რეფორმების, განსაკუთრებით დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობის გზაზე. და აქვს განგრძობითი მხარდაჭერა NATO-სა და ევროკავშირის წევრობის კუთხით.  მე და სენატორი რიში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხილვის მტკიცე მხარდამჭერები ვართ. თუმცა ახლა ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ. 

შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათ წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ გამოსავლის პოვნას ამ სიტუაციიდან, თუმცა თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას.  როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს, ქართული ოცნება ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს ოპოზიციური პარტია, ენმ, გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ, და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში.  და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარაკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას და სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში.  

კიდევ ერთხელ, ეს პარტიების გადასაწყვეტია. ის, თუ რა არის მათთვის მისაღები. თუმცა, ერთი რამ, რაც ჩემი გუბერნატორობის გამოცდილებიდან ვიცი, და სენატორი რიშიც იყო გუბერნატორი, ისაა, რომ როცა მართავ შენ გეკისრება პასუხისმგებლობა, ყველაფერი მწყობრში იყოს. და იმის ნაწილი, რომ საქართველოში დღეს ყველაფერი მწყობრში იყოს ხალხის პარლამენტში დაბრუნების და შეთანხმების მიღწევაა. 

მე მესმის მიზეზები, რადგან პარლამენტის ზოგიერთ წევრს ვესაუბრე მელიას დაკავებაზე, თუმცა ეს არ შეუწყობს ხელს კომპრომისის მიღწევას, რომლის მხარდაჭერაც ოპოზიციას შეეძლება.

ორივე მხარემ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას და გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი...

ამერიკელი სენატორი, დემოკრატიული პარტიიდან, ჯინ შაჰინი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. 

კომენტარები