პოლიტიკური კრიზისი

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა (GDI) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) წარმომადგენლები.

როგორც შესვლამდე სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ თქვა, კრისტიან დანიელსონს მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის აზრის გაგება სურს. 

"შეგვატყობინეს, რომ დანიელსონთანაა დღეს შეხვედრა, აინტერესებს ჩვენი მოსაზრება მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა გავატაროთ ის სისტემური რეფორმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ერთი პარტიის მმართველობას. რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური თემა და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი". – თქვა ნინო დოლიძემ საზმაუს ცნობით.

GDI-ის წარმომადგენლის, გვანცა წულუკიძის თქმით, ის შეხვედრაზე საუბარს სასამართლო რეფორმაზე აპირებს, ორგანიზაციის პოზიციით კი რიგგარეშე არჩევნები აუცილებელია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. 

"ვაპირებ, ვისაუბრო სასამართლო რეფორმასთან მიმართებით, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში განხორციელდეს არა ისეთი ფრაგმენტული ცვლილებები, როგორიც ახლა არის შემოთავაზებული, არამედ კომპლექსური და ყოვლისმომცველი, რაც უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებით. ჩემი ორგანიზაციის პოზიციით, რიგგარეშე არჩევნები არის აუცილებელი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად" – თქვა გვანცა წულუკიძემ.

ვაპირებ, ვისაუბრო სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში განხორციელდეს არა ისეთი ფრაგმენტული ცვლილებები, როგორიც ახლა არის შემოთავაზებული, არამედ კომპლექსური და ყოვლისმომცველი, რაც უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებით. ჩემი ორგანიზაციის პოზიციით, რიგგარეშე არჩევნები არის აუცილებელი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა გვანცა წულუკიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები