ინდონეზია

ინდონეზიაში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

REUTERS

ინდონეზიის ქალაქ მაკასარში კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლიციის თანახმად, თავდამსხმელმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა მრევლი ეკლესიას ბზობის წირვის დასრულების შემდეგ ტოვებდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

აფეთქება ეკლესიის გვერდითა შესასვლელთან მოხდა. ქალაქის მერის, დენი პომანტოს თანახმად, აფეთქება ცენტრალურ შესასვლელთან რომ მომხდარიყო, დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

ინდონეზიის ეკლესიების საბჭოს თავმჯდომარე გომარ გულტომ თქვა, რომ თავდასხმა ადამიანებზე, რომლებიც ბზობას აღნიშნავდნენ, "ბოროტება" იყო. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კომენტარები