პოლიტიკური კრიზისი

გალერი საქართველოზე: აუცილებელია მართლმსაჯულების დეპოლიტიზება

მე ვხედავ პატიმრებს. მნიშვნელობა არ აქვს ისინი პოლიტიკური ზომების გამო დააკავეს თუ პოლიტიკური ჩარევით. რაში დაგვეხმარება ამ ადამიანებისთვის პოლიტიკური პატიმრის კვალიფიკაციის მინიჭება ან უბრალო პატიმრებად მოხსენიება? ფაქტია, რომ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეს და ციხეში არიან. მათთვის სტატუსის მინიჭებით ან ამაზე უარის თქმით, უკვე პოზიციას გამოვხატავთ.

ვფიქრობ, საჭიროა მართლმსაჯულების რეფორმა. აუცილებელია მართლმსაჯულების დეპოლიტიზება. როდესაც ოპოზიცია გრძნობს, რომ მათი წევრები ციხეში პოლიტიკური მიზეზების გამო არიან, მაშინ ოპოზიცია ამბობს, რომ მათი წევრები პოლიტპატიმრები არიან, მთავრობა ამბობს, რომ საქმე გვაქვს სასმართლოს კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან. ეს მხარეების შეხედულებებია და არავის არაფერს აძლევს.

ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ამის დაძლევაა საჭირო. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვსურს ერთი ან მეორე მხარის პოზიცია დავიკავოთ. ჩვენ გვსურს, რომ ყველა მხარე დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოიძებნოს გამოსავალი. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, ოპოზიცია მზადაა, დათმობაზე წამოვიდეს, თუ ნიკა მელია, უბრალოდ, გათავისუფლდება. მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა მას პოლიტიკური პატიმრად...

თქვა ევროპარლამენტარმა ევროპის სახალხო პარტიიდან, მაიკლ გალერიმ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში . ტაბულა მათ თარგმანს ეყრდნობა. 

კომენტარები