გაცვლითი კურსი

ლარი დოლართან მიმართებით კიდევ 2.45 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 1.9-ით

CBW.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვაჭრობის შედეგად დადგენილი ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა. 

26 მარტის ბოლოს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.3718 ლარია, 1 ევრო 3.9733 ლარი ღირს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი – 4.6457. 1 თურქული ლირა კვლავ 42 თეთრი ღირს, რაც წელს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უმეტესწილად, ლირის გაუფასურება თურქეთის პრეზიდენტის მიერ ცენტრალური ბანკის მმართველის გათავისუფლებას უკავშირდება. 

დოლარის კურსი ამ ნიშნულს ბოლოს 2020 წლის 6 ნოემბერს ასცდა, როცა 1 აშშ დოლარი 3.4 ლარად ივაჭრებოდა. ლარი დოლართან მიმართებით ზედიზედ რამდენიმე დღეა უფასურდება – 23 მარტის შემდეგ 1 აშშ დოლარი 4.2 თეთრით გაძვირდა.

საქართველოს ბანკისა და თიბისის ვებგვერდებზე 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3.39 და 3.415 ლარად არის შესაძლებელი. 

 

კომენტარები