ჩვენ აუცილებელი ამოცანა გვაქვს, რომლისთვისაც ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ და, მიუხედავად ასეთი საქციელისა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მაღალი თანამდებობის პირის პოლიტიკური კაპიტალი ჩაიდო ამაში, პრეზიდენტი მიშელის და მერე მედიატორის, იმ საქციელის თვალსაზრისით ივანიშვილის მხრიდან კატასტროფის შემდეგ, რაც წინა რაუნდზე ვიხილეთ, მაინც ჩამოდის. ეს არის კარგი, იმიტომ, რომ იძლევა შანსს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, ეს არ ნიშნავს, რომ წინასწარ ვიცით, რომ წარმატებას ექნება ადგილი, მაგრამ ეს შანსი ყველა ვარიანტში უნდა გამოვიყენოთ. მე ზედმეტად კი არ ვფრთხილობ, მართლა ასე ვუყურებ ამ ვითარებას. ამის შანსი, რა თქმა უნდა არსებობს. ივანიშვილი იანუკოვიჩზე პერსონალურად ბევრად უფრო მოწყვლადია თავისუფალი სამყაროს ზეწოლისთვის და ეს კარგია, ოღონდ ეს არ არის გარანტია და ჩვენ გვინახავს, როგორ შეტოპავენ ხოლმე ოლიგარქები ისე, რომ მერე გამოსვლა შეუძლებელი ხდება მათთვისვე.
პოლიტიკური კრიზისი
ბოკერია: წინასწარ ვერ ვიტყვით, რომ მოლაპარაკებას შედეგი ექნება, თუმცა შანსი უნდა გამოვიყენოთ
tbl.ge/5har
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნების შესახებ ისაუბრა. კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, დანიელსონი საქართველოში სავარაუდოდ 28 მარტს ჩამოვა.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა