გიორგი გახარია

ვოლსკი გახარიაზე: რიგ გადაწყვეტილებებზე გაცილებით მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა

არ მიმაჩნია, რომ მისი [გიორგი გახარიას] პოლიტიკური შეხედულება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბოლოს მოხდა, არ იყო მართებული და სიღრმისეულად გააზრებული. მიუხედავად ამისა, ვადასტურებ, რომ არაერთხელ, ერთნაირი პოზიციით გამოვსულვართ, პიროვნულად 2 კაცი არ მაქვს მხედველობაში. ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი პარტიის. მე ვფიქრობ, რომ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, გაცილებით მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა... 

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.  როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად. 

კომენტარები